ქონების გადასახადის კალკულატორი Property Tax Calculator - Georgia
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სწრაფი გამოთვლა
👤 ფიზიკური პირი
🏢 იურიდიული პირი
ⓘ შემოსავლის განსაზღვრისას უნდა ვიანგარიშოთ წინა წლის შემოსავალი — ანუ თუ ეხლა არის 2026 წელი, ფიზიკური პირის შემოსავალი უნდა ავიღოთ 2025 წლიდან.
აირჩიე შემოსავლის ზღვარი:
არ აღემატება 40 000 ლარს
ინფორმაციას ვიღებთ მხოლოდ მიწის შესახებ — სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო.
შეადგენს 40 000-დან - 100 000 ლარს
0.05% - 0.2% კალკულატორი იღებს ზედა ზღვარს 0.2%
აღემატება 100 000 ლარს
0.8% - 1% კალკულატორი იღებს ზედა ზღვარს 1%
ⓘ იურიდიული პირისთვის გამოიყენება ფიქსირებული 1% განაკვეთი დასაბეგრი (საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი) ღირებულების მიმართ. მიწის ნაწილი მალე დაემატება.
▣ ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) გაანგარიშება და განაწილება ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების მიხედვით
ⓘ საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება — რას ნიშნავს?
საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება = (საწყისი საბალანსო ღირებულება + საბოლოო საბალანსო ღირებულება) / 2. საწყისი ღირებულება — ქონების თვითღირებულება წლის დასაწყისისთვის, მინუს იმ დროისთვის დაგროვილი ცვეთა. საბოლოო ღირებულება — იგივე ქონების თვითღირებულება წლის ბოლოსთვის, მინუს იმ დროისთვის დაგროვილი ცვეთა.
მაგალითი: ავტომობილი, თვითღირებულება 10 000₾, ცვეთა წრფივი მეთოდით 5 წელზე (წლიური ცვეთა 2 000₾). წლის დასაწყისში დაგროვილი ცვეთა უკვე იყო 2 000₾ → საწყისი ღირებულება = 10 000−2 000 = 8 000₾. წლის განმავლობაში დაერიცხა კიდევ 2 000₾ ცვეთა → დაგროვილი გახდა 4 000₾ → საბოლოო ღირებულება = 10 000−4 000 = 6 000₾. საშუალო = (8 000+6 000)/2 = 7 000₾ → ეს რიცხვი ჩაწერეთ ცხრილში "საშ. წლიური საბალანსო ღირებულების" გრაფაში. გადასახადი = 7 000 × 1% = 70.00 ლარი.
ქონების დასახელება IDქონების დასახელებატერიტორიული ერთეულიმიღების წელისაშ. წლიური ღირებ.აფასების კოეფ.შეღავათის თანხაშეღავათის საფუძველიგანაკვეთიგადასახადის თანხადარიცხული მიმდ. გადასახდელიდარიცხვა(+)/შემცირება(-)არსებობის პერიოდითანხა პერიოდის გათვ.
ჯერ არცერთი ქონება არ გაქვს დამატებული.
საშ. წლიური ღირებ. ჯამი0.00 ლარი
შეღავათის თანხა ჯამი0.00 ლარი
გადასახადის თანხა ჯამი0.00 ლარი
დარიცხული მიმდ. გადასახდელის ჯამი0.00 ლარი
დარიცხვა(+)/შემცირება(-) ჯამი0.00 ლარი
1.ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) სულ:0.00 ლარი
2.მიმდინარე წლის 1 აპრილს ბიუჯეტში გადასახდელი თანხა:0.00 ლარი
3.მიმდინარე წლის 15 ივნისს ავანსის სახით ბიუჯეტში გადასახდელი თანხა:0.00 ლარი
საბიუჯეტო კოდი:101001000
1 აპრილის თანხა = გადასახადის ჯამი მინუს წინა წლის დარიცხული (ავანსის) თანხა — ანუ "დარიცხვა(+)/შემცირება(-) ჯამი" (თუ უარყოფითია, ჯერჯერობით გადასახდელი აღარ დარჩა, 0). 15 ივნისის ავანსი = მიმდინარე წლის მთლიანი გადასახადის 100%, რომელიც შემდეგ წელს იმავე პრინციპით გამოაკლდება 1 აპრილის გადასახდელს.
გადასახადი = (საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება × აფასების კოეფიციენტი − შეღავათის თანხა) × 1% × (არსებობის პერიოდი/12). "დარიცხვა(+)/შემცირება(-)" ავტომატურად გამოითვლება: ეს გადასახადი მინუს "დარიცხული მიმდ. გადასახდელი" (წინა პერიოდის მონაცემი). აფასების კოეფიციენტი: "-" ნიშნავს კოეფიციენტს არ გააჩნია (×1).
"არსებობის პერიოდი" ნაგულისხმევად 12 თვეა (გაყინული, სრული წელი). თუ კომპანია წლის განმავლობაში დაარსდა და, მაგალითად, მხოლოდ 6 თვე იმოქმედა, აირჩიეთ 6 — გადასახადი პროპორციულად შემცირდება (6/12).
⚘ ნაწილი IV. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება
მიწის ტიპისახეობა და აღწერილობატერიტორიული ერთეულიფართობიერთეულიფართობის ტიპიდაბეგვრის ობიექტის ფართობი შეღავათის გათვალისწინებითსაგადასახადო შეღავათის საფუძველიგადასახადის განაკვეთიქონების გადასახადი
⚠️ჰექტარში ფართობის შეყვანისას ფართობი უნდა ჩაიწეროს ჰექტრებში, ათწილადის სახით — ფართობი (1ჰა=10 000 მ2; 1 000მ2=0.1ჰა)მაგ: 1 000 მ² = 0.1 ჰა → ველში ჩაწერეთ 0.1, და არა 1000
ჯერ არცერთი მიწის ნაკვეთი არ გაქვს დამატებული.
მიწაზე ქონების გადასახადი სულ: 0.00 ლარი
გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრისა.
გადასახადი = დაბეგვრის ობიექტის ფართობი × განაკვეთი. არასასოფლო-სამეურნეო მიწისთვის განაკვეთი ავტომატურად დაანგარიშებულია: 0.24 ლარი/მ² × 1.5 (ტერიტორიული ერთეულის კოეფიციენტი, ავიღეთ ყველაზე მაღალი შესაძლო მნიშვნელობა) = 0.36 ლარი/მ². 0.24 საბაზისო განაკვეთი ჩაშენებულია უცვლელად, ხოლო 1.5 არის ტერიტორიული ერთეულის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი — თუ თქვენს კონკრეტულ ტერიტორიაზე დაბალი კოეფიციენტია, გადასახადი შესაძლოა ოდნავ ნაკლები გამოვიდეს რეალურზე. სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის განაკვეთები მოცემულია ჰექტარზე (იგივე, რაც ფიზიკური პირისთვის): სათიბი — 20 ლარი/ჰა, საკარმიდამო/საბაღე — 100 ლარი/ჰა, საძოვარი — 16 ლარი/ჰა, სახნავი და სხვა — 100 ლარი/ჰა.
⚘ მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება
მიწის ტიპიმდებარეობაფართობიერთეულიშეღავათიფართობის ტიპიგანაკვეთიგადასახადი
⚠️ჰექტარში ფართობის შეყვანისას ფართობი უნდა ჩაიწეროს ჰექტრებში, ათწილადის სახით — ფართობი (1ჰა=10 000 მ2; 1 000მ2=0.1ჰა)მაგ: 1 000 მ² = 0.1 ჰა → ველში ჩაწერეთ 0.1, და არა 1000
ჯერ არცერთი მიწის ნაკვეთი არ გაქვს დამატებული.
მიწის გადასახადი სულ: 0.00 ლარი
არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე გამოყენებულია 0.24 × 1.5 = 0.36 ლარი/m². სასოფლო-სამეურნეო მიწაზე განაკვეთები მოცემულია ჰექტარზე და ფართობი ითვლება m²-ით. 1 ჰა = 10 000 m².
▣ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება
ქონების ტიპიმდებარეობასაბაზრო ღირებულებაშეღავათიდაუბეგრავი ღირებულებაპერიოდი (თვე)განაკვეთიგადასახადი
ჯერ არცერთი ქონება არ გაქვს დამატებული.
ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) სულ: 0.00 ლარი
ამ ბლოკში გადასახადი ითვლება დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე არჩეული შემოსავლის ზღვრის ზედა განაკვეთით.